0 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს კენჭი ეყარა

ჩამოტვირთვა

დეპუტატებსა და ფინანსთა მინისტრის კითხვა-პასუხის შემდეგ, ბიუჯეტი დამტკიცდა. გადაწყდა, რომ კახეთის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ფულადი დახმარება 1500 ლარის ოდენობით გაეწევა, გადაიხურება დაზიანებული სახლები და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების კენჭისყრამდე პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და სარეზერვო ფონდიდან გახარჯუი თანხების განსაჯაროება მოითხოვეს. აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 162 მილიონი ლარია გამოყოფილი. ასევე, დახმარება გაეწევათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას. კახეთის რეგიონში დაზარალებული ყველა ოჯახი 1500 ლარიან დახმარებას მიიღებს. გამოყოფილი თანხების ნაწილი სახლების გადახურვასა და სახნავ სათესი მიწების გაწმენდას მოხმარდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ეს თანხები გამოყოფილია მხოლოდ 2012 წლის მიმდინარე პერიოდისათვის. კახეთის რეგიონში დაზარალებულ მოსახლეობას კი, ვენახებისა და სახნავ-სათესი მიწების დამუშავებისთვის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგაც გამოეყოფათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები