პოლიტიკა
„ბიძინა! შორს ხელები თავისუფალი მედიისგან“
2012-07-23 18:58:32
ჩამოტვირთვა
„მედიაჯგუფმა“ დღეს „ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისთან აქცია გამართა. დამოუკიდებელი ჟურნალისტების გაერთიანება ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციისგან მედიის მიმართ ძალადობის შეწყვეტას ითხოვდა. „ნუ იყენებთ პუტინის მეთოდებს მედიასთან“, „არა ძალადობას“, „საბჭოთა კავშირში ვერ დაგვაბრუნებთ“ - ეს ის ძირითადი გზავნილები იყო, რომლებიც მედიაჯგუფის წევრებმა ტრანსფარანტების საშუალებით გაავრცელეს. აქცია მედიაჯგუფის ჟურნალისტების მიმართ, ბოლო დროს გახშირებული ძალადობის გასაპროტესტებლად დაიგეგმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „მედიაჯგუფის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სანიკიძის დაცვის წევრები და აქტივისტები სასტიკად გაუსწორდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს და აპარატურა წაართვეს. რის შედეგადაც ოპერატორ ზაზა ქობალიას გულის შეტევა დაემართა.
კომენტარები