პოლიტიკა
მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს
2012-07-23 13:51:11
ჩამოტვირთვა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა. ცვლილებები მოიცავს სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათის კომპენსაციებისა და სხვა სახის დახმარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას. მთავრობის სხდომაზე ასევე მთავარ განსახილველ თემად დევნილთა საჭიროებების შესწავლის პროგრამის პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დალი ხომერიკმა წარმოადგინა .პროგრამის მიზანი დევნილთა კონკრეტული საჭიროებების შესწავლა და სამინისტროს მიერ მიზნობრივი პროგრამების ეფექტური დაგეგმვა და განხორციელებაა.
კომენტარები