პოლიტიკა
ივანიშვილის მხარდამჭერი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს
2012-07-23 13:15:59
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნების" აქტივისტი გიორგი ნატროშვილი გურჯაანელმა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სახეში ხელი ჩაარტა გურჯაანის გამგეობის თანამშრომელ მარინა ჩითინაშვილს. მას ხულიგნობის ბრალდებით გასამართლება ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ივლისს, გიორგი ნატროშვილის დაკავებიდან რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მის მიერ ჩადენილია დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ნატროშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარინე ჩითინაშვილს. აღნიშნულ ინცინდენტს ასევე შეესწრო ქუჩაზე მაცხოვრებელი მოსახლეობაც. საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.
ინციდენტი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის შელაპარაკებას მოჰყვა. მარინე ჩითინაშილმა ბიძინა ივანიშვილს "ნაბიჭვარი" უწოდა, რასაც მოჰყვა საპასუხო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მარინე ჩითინაშვილმა თავადაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ივანიშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერს, რის შემდეგაც გიორგი ნატროშვილმა მას სახეში ხელი ჩაარტყა.
კომენტარები