პოლიტიკა
გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ ივანიშვილს რუსეთისგან მართული ძალა უწოდა
2012-07-22 19:26:27
ჩამოტვირთვა
სტიქიის ზონაში ჩავიდა დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერიც. ბიძინა ივანიშვილი სოფლებს - კურდღელაურსა და ვაჩნაძიანს ესტუმრა და სტიქიით დაზარალებული ადგილები დაათვალიერა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოსახლეობასთან შეხვედრისას 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ჯარისკაცის, ალექსანდრე ნატროშვილის დედამ მის ქუჩაზე კოალიციის ლიდერის გამოჩენის გამო პროტესტი გამოთქვა და ბიძინა ივანიშვილს რუსეთისგან მართული ძალა უწოდა.
კომენტარები