მსოფლიო
რას ედავება ქარელის მოსახლეობა ვალერი გელაშვილს
2012-07-18 22:06:18
ჩამოტვირთვა
ვალერი გელაშვილი ბიძინა ივანიშვილმა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გორში გამართულ აქციაზე დაასახელა. ლიტვაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი „მეოცნებეების“ რიგებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. წინასაარჩევნო კამპანიას კოალიციის სხვა წევრებთან ერთად აწარმოებს, თუმცა ხალხს მისი დაპირებების არ სჯერა.
მაგალითად ქარელის მოსახლეობას კარგად ახსოვს, რომ ვალერი გელაშვილმა სოფელი ხილის შემნახველი მაცივრის გარეშე დატოვა. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ბიზნესმენმა გელაშვილმა მაცივარი დაშალა. იმ ადგილას ახლა სასტუმრო აბრეშუმის გზა მდებარეობს.
სასაწყობე მაცივარი 1989 წელს აშენდა და ის 3000 ტონა პროდუქტს იტევდა. სოფლის მოსახლეობა მოსავლის აღების შემდეგ, ხილს სწორედ ამ მაცივარში ინახავდა და პროდუქტის სრულად გაყიდვამდე, მას გაფუჭებისგან იცავდა. ქარელის მოსახლეობა პროდუქტის შემნახველი მაცივრის დაბრუნებას მოითხოვს, რათა სოფელს მისი გამოყენების საშუალება მიეცეს.
დააკმაყოფილებს თუ არა ქარელის მოსახლეობის მოთხოვნებს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი, ჯერჯერობით, უცნობია.
კომენტარები