0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ოცნების“ წარუმატებელი ვიზიტი და სოფლიდან გაგდებული გელაშვილი

ჩამოტვირთვა

მორიგი დაპირისპირება ქართული ოცნების წევრებსა და მოსახლეობას შორის. ამჯერად შიდა ქართლში ჩასული მეოცნებეები და ლიდერები ვაყას მოსახლეობამ სოფლიდან გაყარა. ვაყელების მხრიდან განსაკუთრებული აგრესია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვალერი გელაშვილის, წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორც ვაყელები ყვებიან, დღეს დილით ყველა მათგანს დაურეკეს და სოფლის ცენტრში ქართული ოცნების ლიდერებთან და პირადად ვალერი გელაშვილთან შესახვედრად მისვლა მოსთხოვეს. რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. სოფელში ჩასულ ყოფილ დეპუტატს კი ვაყელები ასე დახვდნენ. ვაყელები ყვებიან, რომ გელაშვილმა დეპუტატობის პერიოდში სოფლისთვის მიცემული არცერთი პირობა არ შეასრულა. სოფლის მოსახლეობა ახლა უკვე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, ქურდობასა და ყაჩაღობაშიც ადანაშაულებს. როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, ვალერი გელაშვილი დეპუტატობის პერიოდში ფინანსურ მაქინაციებშიც მონაწილეობდა. 00041 ის გადაუხდის ლაპარაკი,რომ არ იცის და სხვა ქალი რომ ყვება კრიშა უნდოდაო ქართული ოცნების ლიდერებსა და სოფლის მოსახლეობას შორის შეხვედრა არც ამჯერად შედგა, მოსახლეობამ საუბარი არც გელაშვილის გარეშე დარჩენილ ცაგარეიშვილთან ისურვა, გელაშვილმა კი სოფელი უკომენტაროდ დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები