0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეგიონული უსაფრთხოება - შაშკინისა და ილმაზის შეხვედრის მთავარი თემა

ჩამოტვირთვა

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გრძელდება. დღეს ისმეთ ილმაზი ქართველ კოლეგას შეხვდა. რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები - ეს ის ძირითადი თემებია, რომელიც დღეს საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინიტრებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თვადაცვის სამინისტროში გაიმართა. ორმხრივ შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა თურქ კოლეგას თავდაცვის სამინისტროს ახალი სამი T-ს კონცეფცია გააცნო, რომელზეც სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო. პირველი T - ანუ total care - სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ სამხედროსა და მის ოჯახზე ზრუნვას ნიშნავს. მეორე კი total training-ია, რაც ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, რაც შეიძლება მეტ განათლებასა და წვრთნებს გულისხმობს, მესამე მიმართულება კი ტოტალური თავდაცვაა. (ჩვენი ქვეყნები ერთობლივად არაერთ პროექტს ახორციელებენ. მნიშვნელოვანია სამხედრო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ჩვენ ერთობლივად განვავითარებთ სამხედრო მრეწველობას, რაც თავდაცვის სისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს. თურქეთი და საქართველო ერთად მუშაობენ ბათუმის აეროპორტის მშენებლობაზე. ჩვენ გვაქვს ერთი საზღვარი, რომლის გადაკვეთა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება. ასე რომ ტურიზმი, ეკონომიკა და სამხედრო მიმართულება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროებია. ) შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითზებზე ისაუბრეს. თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები