მსოფლიო
„ქართული ოცნების“ სკანდალები: ქურდობა, ძარცვა და კრიმინალური საარჩვენო კამპანია
2012-07-18 17:46:20
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია კვლავ დარღვევებისა და სკანდალების ფონზე მიმდინარეობს. ამომრჩევლის მოსყიდვა, თვალთმაქცური გარიგებების, კოალიციის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი სახლიდან მეპატრონის კუთვნილი ოქროს ნივთების დაკარგვა – ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ ქმედებათა არასრული ჩამონათვალი.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ქართული ოცნების სამ წევრს მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით წაუყენეს, რომელიც თვალთმაქცური გარიგებების წარმოებას გულისხმობს.
დღესვე, თბილისის საქალაქო სამართლოს ცნობით, საერთო ჯამში დაჯარიმდა 6 პირი, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი რომან კუსიანი. კუსიანმა, როგორც ირკვევა, „ქართულ ოცნებაში“ უკანონოდ გადარიცხა 30 ათასი ლარი, რის შედეგადაც მას 150 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.
სკანდალი აგორდა თეთრიწყაროს რაიონშიც. კოალიციის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი სახლიდან, მეპატრონის კუთვნილი ოქროს ნივთები დაიკარგა. სვეტლანა ისაევას განცხადებით, ნივთები იმ ოთახიდან გაქრა, რომელშიც ხელშეკრულების მიხედვით, კოალიციის წევრებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ. დაზარალებული აცხადებს, რომ ოთახს ორი საკეტი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბინიდან ოქროს ნივთები და მეპატრონის მამის კუთვნილი ძველი იარაღი მაინც დაიკარგა.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია, ბოლო პერიოდში, კანონიერების ჩარჩოებს გასცდა. საქართველოს რეგიონებში წარმოებული აგრესიული საარჩევნო კამპანიის შემდეგ, კოალიციის წევრები უკვე კრიმინალურ სკანდალებში გაეხვნენ.
კომენტარები