პოლიტიკა
„ოცნების“ ვახშამი ინფო 9-ის ჟურნალისტებთან ერთად
2012-07-17 11:50:13
ჩამოტვირთვა
ინფო9-ის ჟურნალისტებისა და მეოცნებეების ერთობლივი ვახშმები უკვე ტრადიციად იქცა. საინფორმაციო პორტალი, რომელიც ირწმუნება, რომ ობიექტური მედიასაშუალებაა და არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ თანამშრომლობს, განსატვირთდ, კოალიციის წევრებთან ერთად ხშირად ვახშმობს.
გუშინ ღამით, გორში მდებარე სპორტკაფეს დარბაზში, ინფო9-ის ჟურნალისტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან ერთად მისხდომოდნენ სუფრას. აიტივის გადამღები ჯგუფის დანახვაზე, მაგიდას, თანდათან, ყველა სტუმარი შემოეფანტა. მარტოდ დარჩენილი „მეოცნებე“ კი ჟურნალისტის კითხვებს არ პასუხობდა.
კომენტარის გაკეთებაზე მაგიდის სხვა წევრებმაც უარი თქვეს.
მოგვიანებით, მაგიდასთან მსხდომი ერთერთი ბიჭი და გოგონა აიტივის ჟურნალისტს კამერითა და ინფო9-ის მიკროფონით დაადგნენ თავს.
ვინაიდან ინფო9-მ ვერ შეძლო აბეზარი ჟურნალისტების რესტორნიდან გაძევება, ქართული ოცნების წევრმა მობილური ტელეფონით დარეკა და ტვ9-ის გამოძახება მოითხოვა, თითქოს ეს უკანასკნელი ტელევიზია კიარა სპეციალური დანიშნულების რაზმი ყოფილიყო.
საბოლოოდ, აიტივის ჟურნალისტის შეკითხვებს არც კოალიციის წევრმა და არც ინფო9-ის ჟურნალისტებმა არ უპასაუხეს. შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა, რას აღნიშნავდნენ ერთად ობიექტური მედიასაშუალების ჟურნალისტები და ქართული ოცნების წევრები რესტორანში.
კომენტარები