0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვეულებრივი მოქალაქეები თუ „ქართული ოცნების“ წევრები?

ჩამოტვირთვა

მაშინ როდესაც მედიაჯგუფის წარმომადგენლები რესპონდენტისგან ინტერვიუს აღებას ცდილობდნენ, მათთან შენიშვნების მისაცემად რამდენიმე ადამიანი მივიდა. თავდაპირველად, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ჩვეულებრივი გამვლელები იყვნენ და მდიაჯგუფის მუშაობით უკმაყოფილოები ინფო9-ის ჟურნალისტს ესარჩლებოდნენ. ეკატერინე დუგლაძემ მათთან მისული მოქალაქეები სწორედ შემთხვევითი გამვლელების სტატუსით ჩაწერა, რომლებიც მედიაჯგუფის საქმიანობას აკრიტიკებდნენ. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ადამიანები კოალიცია ქართული ოცნების წევრები იყვნენ და შემთხვევის ადგილას მიზანმიმართულად მისულები და არა შემთხვევით, როგორც ამას თავად ამტკიცებდნენ. პიროვნება, რომელიც ზესტაფონში მედიაჯგუფს შენიშვნებს აძლევდა, რამდენიმე დღის შემდეგ, ქართული ოცნების მაისურში კოალიციის მიერ ორგანიზებულ ერთერთ შეკრებაზე გამოჩნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები