მსოფლიო
რატომ არ მოსწონთ გორელებს ბიძინა ივანიშვილი?
2012-07-16 16:43:49
ჩამოტვირთვა
ლალი მოროშკინა, გუშინ, გორში, “ქართული ოცნების” აქციაზე იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტი და მწერალი განმარტავს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პირისპირ დაკვირვებას ყოველთვის ცდილობს, რის გამოც არც ქართული ოცნების აქცია არ გამოუტოვებია. მეოცნებეებისა და გორელების შეხვედრის შემდეგ, მოროშკინამ საკუთარი მოსაზრებები დღეს ხმამაღლა დააფიქსირა. როგორც თავად აღნიშნავს, გორის რაიონის მოსახლეობასა და მათ შეხედულებებს კარგად იცნობს, რადგან იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ივანიშვილისადმი გორელების უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზად კი ბიზნესმენის ქართულ გარემოცვასა და რუსულ კავშირებს ასახელებს.
ლალი მოროშკინა, რომელიც წარსულში განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ და როგორც ჟურნალისტი პოლიტიკურ თემებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში აშუქებდა, თავს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების გაკრიტიკების უფლებასაც აძლევს.
ლალი მოროშკინას მიერ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკების შემდეგ, შესაძლოა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ქართული ბესტსელერების ავტორი ხელისუფლების მხარდამჭერად მიიჩნიოს, სწორედ ამიტომ ჩვენთან საუბარში მოროშკინა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნეიტრალური ჟურნალისტია.
ქართული ოცნება გუშინ გორში ადგილორივ მოსახლეობასთან შესახვედრად წინაასრჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა.
კომენტარები