0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

NDI-ის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს

ჩამოტვირთვა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებას 2012 წლის ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააცნო, სადაც წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და მოსახლეობის დამოკიდებულება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს რაც შეიძლება სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ჩვენ არასწორი ინფორმაციის გავრცელება და არასწორი ინტერპრეტაცია მინიმუმამდე გვინდა დავიყვანოთ. ამგვარად NDI პოლიტიკურ რეიტინგებს საჯაროს ხდის, რათა უზრუნველყოს კვლევის შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობა და შესაბამის კონტექსტში ანალიზი.“ კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, იმ რესპონდენტების პირველი არჩევანი, ვინც კითხვას დადებითი პასუხი გასცა, შემდეგნაირად გადანაწილდა. გრაფიკა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 36% არ ვიცი - 22% კოალიცია ქართული ოცნება - 18% უარი პასუხზე - 16% არცერთი პარტია - 4% ქრისტიან-დემოკრატები - 3% სხვა ოპოზიციური პარტიები - 2% აღნიშნული შედეგები წარმოადგენს NDI-ის მიერ 2012 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შემადგენელ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები