პოლიტიკა
უპრეცედენტო სისასტიკე სირიაში
2012-07-13 18:30:16
ჩამოტვირთვა
უპრეცედენტო სისასტიკე სირიაში, სამთავრობო არმიამ ჰამას პროვინციაში ერთი სოფელი მთლიანად გაანადგურა. ამბოხებულების ცნობით, დაღუპულია 220-ზე მეტი ადამიანი. მათ პრეზიდენტის განკარგულებით, ტანკებითა და ვერტმფრენებით გაუსწორდნენ. საარტილერიო შეტევის შემდეგ, კი არმია მასობრივ სიკვდილით დასჯაზე გადავიდა.
დაღუპულების ამოცნობა ჯერ არ დასრულებულა. მასობრივი სასაკლაოს შემდეგ ცხედრები მეჩეთშია გადასვენებული, მაგრამ ამბოხებულები ირწმუნებიან, რომ მრავლად რჩება გვამები სოფლის შემოგარენშიც. ასადის სადამსჯელო რაზმის ასშაჰიდას მილიციის მოქმედება უკვე გააპროტესტეს დამასკოში, იგლიბსა და ჰამასში. პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს კრიმინალს უწოდებს ნავაბ ალფარისი, რომელიც უშიშროების სამსახურთან დაახლოებული პირი და ერაყში სირიის სრულუფლებიანი ელჩი იყო. იგი მმართველ რეჟიმს გუშინ განუდგა.
სირიის მეგობარ ქვეყანაში ელჩის თანამდებობის დატოვებას და ამბოხებულთა მხარეს გადასვლას შეერთებული შტატებიც გამოეხმაურა.
სირიის კრიზისის დასრულებისთვის კი მედიატორები უკვე ოფიციალურ დამასკოს, მეგობრებს თეირანსა და ბარდადსაც თხოვენ, ამ მიზნით, გაეროსა და არაბული ლიგის საგანგებო ლიგის წარმომადგენელი კოფი ანანი ირანისა და ერაყის ოფიციოზს უკვე შეხვდა. იმ შემთხვევაში თუ გაეროს სანქციების გამკაცრებაზე საერთაშორისო კონსესუსის მიღწევაც ვერ მოხერხდება, დამასკოს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.
კომენტარები