პოლიტიკა
„აიტივი“ ნინო ჟიჟილაშვლს პასუხობს
2012-07-13 11:51:55
ჩამოტვირთვა
ეს განცხადება ნინო ჟიჟილაშვილმა გუშინ, პოლიტმეტრის სტუდიაში გააკეთა. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ინტერნეტტელევიზია აიტივიზე გასული მასალა დამონტაჟებულია და ის სანდო არ არის.
აიტივის სარედაქციო კოლეგია მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კადრები რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, ნამდვილია და არა გაყალბებული, ან როგორც ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, დამონტაჟებული. ეს აიტივის გადამღები ჯგუფის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ვიდეოკადრებია.
მასალაში ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც კახა კალაძეს კარალეთის მოსახლეობამ ქვები დაუშინა, ის დაცვამ იარაღის თანხლებით გაიყვანა ტერიტორიიდან. ჩვენს საიტზე დადებულ მასალაში იარაღიანი დაცვის კადრი არის უბრალოდ გაშავთეთრებული, რაც სრულებით არ ნიშნავს მასალის გაყალბებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა ამისა, კადრი არის მოახლოებული იმისათვის, რომ მაყურებელს უკეთ დაენახა, რომ დაცვას ხელში ნამდვილად უჭირავს იარაღი.
აიტივიზე გავრცელებულ მასალაში ჩანს, როგორ სცემენ ქართული ოცნების მხარდამჭერები კარალეთელ დევნილს, ეს კადრები საიტზე გუშინვე, დაუმონტაჟებელი სახით გავრცელდა.
აიტივიმ მასალის გამოქვეყნებიდან მალევე გაავრცელა კარალეთელი დევნილების ინტერვიუებიც, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ კალაძის დაცვამ ნამდვილად ამოიღო იარაღი და სწორედ ასე გაიყვანეს კალაძე ტერიტორიიდან.
ამ მასალაში კი კარგად ისმის, როგორ მოუწოდებს კალაძის გარემოცვა ერთმანეთს იარაღის ამოღებისა და სროლისაკენ.
საინტერესოა, რა იგულისხმა ნინო ჟიჟილაშვილმა, როდესაც დამონტაჟებულ მასალაზე საუბრობდა? რატომ მოატყუა მაყურებელი? რა არის ამ კადრებსა და რეპორტაჟებში გაყალბებული? სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ მედიასაშუალებასა და დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ შავი მასალა, რათა დარწმუნდნენ, რომ აიტივიზე გავრცელებულ კადრებში დამონტაჟებული და გაყალბებული არაფერი არ არის.
კომენტარები