0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ტელეკომპანია "მაესტროს" ანტენები დაყადაღდა

ჩამოტვირთვა

მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნულ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ მათი ინფორმაციით, "მაესტრო" მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებს. "სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია "მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოსათვის ყადაღის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები