პოლიტიკა
"ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" საქმე სასამართლოში
2012-07-11 18:25:59
ჩამოტვირთვა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებითი მართვის მიზნით გადაეცემა სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს. ამის შესახებ აღსრულების ბიურომ განცხადება გაავრცელა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას.
იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში".
"ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" იძულებითი მართვის პერიოდში მიღებული მოგებით ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმები დაიფარება და შემდეგ ქონება კვლავ ძველ მფლობელს დაუბრუნდება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქალაქო სასამართლოს "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის შუამდგომლობით მიმართა.
კომენტარები