პოლიტიკა
“ოცნება” შიდა ქართლში - აგრესიული საარჩევნო კამპანია გრძელდება
2012-07-12 17:10:11
ჩამოტვირთვა
წარუმატებლობის მიუხედავად, შიდა ქართლში მეოცნებეების საარჩევნო კამპანია გრძელდება. მეჯვრისხევის, ნიქოზის, ახალადაბის, ტყვიავისა და სხვა სოფლების შემდეგ, კოალიცია რეგიონში ვიზიტებს განაგრძობს. მოქალაქეები ქართული ოცნების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები და მათთან გასაუბრებაზე ისევ უარს ამბობენ.
სოფლის მოსახლეობაში ასეთი განწყობის ფონზე, ოცნება დაპირების ტექსტებსა და მკაცრ ტონს არ ცვლის. განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ მეოცნებეები ისევ აგრესიულები არიან.
ქართული ოცნების წევრებმა, შიდა ქართლის საარჩევნო კამპანიის დროს უკვე კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს. კიდევ ერთი გაწბილება რომ თავიდან აეცილებინათ, სოფლებში თავიანთი მხარდამჭერები სამარშრუტო ტაქსებით ჩაიყვანეს. აიტივისთან საუბარში მძღოლი ადასტურებს, რომ მხარდამჭერები თბილისიდან ჩამოიყვანა.
ქართული ოცნების დაპირებების მოსასმენად რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა, კოალიციის წევრებმა კარდაკარ სიარული დაიწყეს, ამას გარდა სოფელში ჩასული ოცნება, პირდაპირ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის, ბაზრისაკენ, მიემართებოდა, რათა ერთად შეკრებილი მოქალაქეებისათვის სიტყვით იქ მაინც მიემართა.
კომენტარები