მსოფლიო
„საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“
2012-07-11 17:34:11
ჩამოტვირთვა
ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, საქართველოს ევროპული გზა -ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები, სწორედ ასე ქვია კონფერენციას, რომელიც ზღვისპირა ქალაქში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში ოთხი თემატური სესიის ფარგლებში მიმდინარეობდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი - ეს ის მთავარი საკითხია, რომელზეც შეხვედრის მონაწილეები ბათუმში, სხვა ძირითად საკითხებთან ერთად მსჯელობდნენ.
კონფერენციას, რომელიც საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომაგენლებიც ესწრებოდნენ.
დემოკრატიული რეფორმები, კანონის უზენაესობა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ამ ძირითად თემებთან ერთად, პოლიტკოსებმა სესიების ფარგლებში იმ რეფორმებზეც იმსჯელეს, რომელიც საქართველოში, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ბოლო პერიოდში განხორციელდა. კონფერენციის მონაწილეებმა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც განიხილეს.
დღევანდელ საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოს სამართლებრივი სისტემის რეფორმირებისთვის და ევროინტეგრაციისთვის, თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 22 მილიონ ევროს გამოყოფს.
კომენტარები