1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაინიშნება თუ არა "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების განმეორებითი აუქციონი

ჩამოტვირთვა

“ქართუ ჯგუფისა” და “პროგრეს ბანკის” აქციები აუქციონზე არ გაიყიდა. დღეს გახდება ცნობილი დაინიშნება თუ არა "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების სარეალიზაციოდ, განმეორებითი აუქციონი. “ქართუ ჯგუფის” აქციების ინტერნეტ აუქციონზე ვაჭრობა გუში 18.00 საათზე შეწყდა, “პროგრეს ბანკის” აქციებზე კი – 19.00 საათზე, თუმცა ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში განმეორებითი აუქციონი ინიშნება ან ქონება ნატურის სახით სახელმწიფოს გადაეცემა, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. “ქართუ ჯგუფის” აქციების 100% და სს “პროგრეს ბანკის” აქციების 21.7% აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თხოვნით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა. აქციების 100% სს “ქართუ ჯგუფში” ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს “პროგრეს ბანკში” – 3 566 498 ლარად შეაფასა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები