პოლიტიკა
როგორ ექცევა ივანიშვილის გარემოცვა თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს
2012-07-12 17:10:10
ჩამოტვირთვა
ივანიშვილის დაცვის წევრებმა თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელი შეუშალეს. ოლიგარქის ჩასაწერად მიმავალი ჟურალისტები გააჩერეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. დაცვის წევრების მიერ ზარის განხორციელების შემდეგ, ადგილზე კამერების თანხლებით, ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელი მივიდა და ჟურნალისტებს დეტალურად გამოკითხა, ვინ იყვნენ, სად მიდიოდნენ და რატომ ცდილობდნენ ივანიშვილის ჩაწერას პრესცენტრთან შეთანხმების გარეშე. სანამ ჟურნალისტები ტერიტორიას დატოვებდნენ, მათ საბუთები ჩამოართვეს და კამერებით დიდხანს აფიქსირებდნენ. ოლიგარქის პრესსამსახურმა მედიის წარმომადგენლებს კამერების გამორთვა უბრძანა.
კომენტარები