0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის ბუნდოვანი პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე

ჩამოტვირთვა

ბუნდოვანი პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე - ბიძინა ივანიშვილმა დღეს „ქართული ოცნების“ ჭიათურის ოფისში სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს გაურკვეველი პასუხები გასცა. ჟურნალისტმა ოლიგარქს ჰკითხა, მისი აზრით, სოფლის მეურნეობის რა დარგები უნდა განვითარდეს ჭიათურაში. რაზეც ივანიშვილმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა. მართალია, ოლიგარქი ოცნების აქციებზე სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე ბევრს საუბრობს ხოლმე, მაგრამ, როგორც ჩანს, წინასწარდაწერილი ტექსტის გარეშე პასუხის გაცემა გაუჭირდა. ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დაუფინანსებლობის გამო, პარტიის წევრების მიერ კოალიციის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ოლიგარქს ჟურნალისტმა კითხვა თავისი მებაღის, ვალოდია ბრეგაძის, შესახებაც დაუსვა. ამ კითხვამ ოლიგარქი გაამხიარულა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვალოდია ბრეგაძემ ფული მოიპარა და ამის გამო მებაღე დააპატიმრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები