1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პენტაგონი ქართულ პროდუქციას შეიძენს

ჩამოტვირთვა

საქართველოში დამზადებულ პროდუქციას პენტაგონი შეიძენს. ცვლილება აშშ-ს კანონმდებლობაში შევიდა. სასტუმრო რადისონში, საქართველოს მთავრობისა და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე, ამერიკულმა მხარემ ბიზნესმენებს ის კრიტერიუმები გააცნო, რომელიც ტენდერში მონაწილეობისთვისაა აუცილებელი. სიმპოზიუმს, მთავრობის მაღალჩინოსნებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა. მისი შეფასებით, ამ გზით, ქართველ მეწარმეებს 47 მილიარდიან ბაზარზე შესვლის საშუალება ეძლევათ. უშიშროების საბჭოს მდივნის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით, ქართული ბიზნესი მეტ სარგებელს მიიღებს. ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი უკვე 100-ზე მეტმა კომპანიის წარმომადგენელმა გამოთქვა. დღესვე, სასტუმრო რადისონში მიწვეულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს. ხვალ კი კომპანიები პროდუქციის წარმოების მიხედვით განაწილდებიან და პირველადი კონტრაქტორები მათთან 10-15 წუთიან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ. საქართველოს მთავრობისა და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი ორ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები