0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„წადი, წადი! – ანუ როგორ გააცილეს „ოცნება“ შიდა ქართლიდან

ჩამოტვირთვა

ასე დახვდნენ ახალდაბაში ჩასულ მეოცნებეებს ადგილობრივი მაცხოვრებლები. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაპირისპირებაში მალევე გადაიზარდა. როგორც ახალდაბის ერთერთი მკვიდრი აიტივისთან საუბარში აცხადებს, კოალიციის წევრებმა მანქანებით თავიანთი ხალხი ჩამოიყვანეს, რომლებმაც მოსახლეობაში კონფლიქტის პროვოცირება სცადეს. კახა კალაძის გარდა, დაპირისპირება ნინელი ჭანკვეტაძესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორისაც მოხდა. ახალდაბის გარდა, მეოცნებეები სოფელ ნიქოზსაც ეწვივნენ. ადგილობრივმა მოსახლეებმა „ქართული ოცნების“ წევრები არ მიიღეს. როგორც ნიქოზელებმა განაცხადეს, კოალიციის მხარდამჭერებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ნიქოზისგან ვითარება არც სოფელ შინდისში განსხვავდებოდა. ქართული ოცნების ვიზიტს სოფელში მოსახლეობის გაღიზიანება მოყვა. შინდისელების თქმით, ივანიშვილის თანაგუნდელებმა, სოფელში პროვოკაციის გაღვივებისთვის ნასვამი ხალხი მიიყვანეს. ქართული ოცნება შიდა ქართლის სოფლებიდან ხმამაღალი შეძახილებით გააცილეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები