პოლიტიკა
შიდა ქართლის გუბერნატორად სულხან სიბაშვილი დაინიშნა
2012-07-10 13:49:45
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სამცხე ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად დაინიშნა ივანე წიკლაური, ლაშა ჭკადუა კი თავის საქმიანობას დასაქმების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს – ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დღეს შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე წარადგენს საქართველოს ადმინისტრაციის უფროსის ყოფილ მოადგილეს სულხან სიბაშვილს. მანანა მანჯგალაზე აცხადებს, რომ თუ სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი ტატიშვილი უახლოეს მომავალსი გახდება ცნობილი.
კომენტარები