მსოფლიო
შიდა ქართლში „მეოცნებეების“ წინასაარჩევნო კამპანია კრახით დასრულდა
2012-07-09 22:20:23
ჩამოტვირთვა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მეოცნებეები შიდა ქართლის რეგიონს ეწვივნენ და რამდენიმე სოფელი მოიარეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი მათთან შესახვედრად არ გავიდა. როგორც სოფელ ზეტრის მცხოვრები აიტივისთან საუბარში აცხადებს, სოფელში შეკრებილთა უმეტესობა კოალიციის მანქანებით ჩამოსული ხალხი იყო. იმის გამო, რომ მოქალაქეები ივანიშვილის გუნდის წევრებს არ შეხვდნენ, მეოცნებეებმა კარდაკარ სიარული დაიწყეს.
მეოცნებეები გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევსაც ესტუმრნენ, თუმცა ვითარება აქაც იგივე იყო. ხალხი კოალიციის წევრებთან შესახვედრად არ გავიდა და ამიტომ იძულებული გახდნენ, ხალხმრავალ ადგილას თავად მისულიყვნენ. „ოცნებამ“ მეჯვრისხევის ბაზარში გადაინაცვლა, რამაც მოვაჭრეები ძალიან გააღიზიანა. მათი თქმით, ქართული ოცნების წევრებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს.
მაშინ როდესაც, ივანიშვილის გუნდის წევრები მეჯვრისხევის ბაზრის მოვაჭრეებს ეკამათებოდნენ, სოზარ სუბარი სულ სხვა სტიქიაში იყო.
ქართული ოცნების წევრების მოსახლეობასთან ურთიერთობა მშვიდი რიტორიკითა და დაპირებებით იწყებოდა, თუმცა როგორც კი მეოცნებეები განსხვავებულ აზრს მოისმენდნენ, მათი საუბრის ტონი მაშინვე მკაცრდებოდა.
შიდა ქართლში მეოცნებეების ტურნე კრახით დასრულდა. კარდაკარ სიარულმა და მოსახლეობის გარეთ გამოყვანის მცდლეობამ არ გაამართლა. ავტომობილებით ჩაყვანილ ხალხს კრება რამდენიმე სოფელში ჩაუტარეს და დაიშალნენ.
კომენტარები