პოლიტიკა
„მეოცნებეების“ წარუმატებელი ვიზიტი სკრაში
2012-07-08 13:40:07
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ წევრების წინასაარჩევნო დაპირებებმა შიდა ქართლის რეგიონის სოფელ სკრას მოსახლეობა გააღიზიანა. როგორც აიტივისთან საუბარში მოქალაქეები ყვებიან, კოალიციის წევრები სოფელში რამდენიმე ავტმობილით მივიდნენ და თან თავიანთი ხალხი მოიყვანეს.
მეოცნებე დიმიტრი ლორთქიფანიძეს მოქალაქეებმა მოუწოდეს, ფუჭი დაპირებების, ასევე ცრუ ინფორმაციების გავრცელებისაგან თავი შეეკავებინა და სიმართლე ეთქვა.
როგორც ჩანს, ლორთქიფანიძე ასეთ დახვედრას არ ელოდა, ამიტომ მშვიდი რიტორიკული ტონი თანდათან აგრესიულ მუქარაში გადაიზარდა. როგორც სიუჟეტში ჩანს, კოალიციის წევრი ერთერთ მოქალაქეს დაემუქრა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მოსახლეობის დამოძღვრის შემდეგ, უკმაყოფილო მეოცნებეებმა სოფელი მალე დატოვეს.
კომენტარები