1 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსული ფული საქართველოში და ევროპის პოზიციით უკმაყოფილო ხიდაშელი

ჩამოტვირთვა

ევროპა საქართველოში რუსულ ფულს ხედავს. პირველად ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ ფულის შემოტანაში ღიად დაადანაშაულეს. ფული, რომელიც ქვეყნის ვექტორის შეცვლისკენაა მიმართული და საქართველო-კავკასიის უსაფრთოხებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ევროპარლამენტარების მკვეთრი პოზიცია და რუსული ტანკების შიში, სტრასბურგში, საპარლამენტო უმრავლესობამ და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ერთად მოისმინეს. არსებობს სამი ფაქტორი, რომელმაც, შესაძლოა, მომავალი არჩევნების დროს საქართველოში დესტაბილიზაცია და უცხო ქვეყნის მხრიდან სისხლიანი ინტერვენცია გამოიწვიოს. პირველი ფაქტორი რუსული ფულის დიდი ოდენობით ჩარევაა, რათა მოიკრიბონ კორუმპირებული პოლიტიკოსები და ღარიბი ხალხი იმისთვის, რომ ჩამოაშორონ ევროპულ პოლიტიკას და მას პრორუსული გეზი დაუბრუნონ. მეორე ფაქტორი არის არჩევნების პერიოდში ძლიერი სამხედრო წვრთნები საქართველოს საზღვრებთან. ალბათ ქუჩის დაპირისპირების მოლოდინით. ყველაზე დიდი საფრთხე კი რუსეთის ფინანსური დაღმასვლა და სოციალური კრიზისია. რუსეთის მტავრობა შეეცდება ხალხის ყურადღება გარეშე მტერზე გადაიტანოს და განაახლოს ომი კავკასიაში. დამოუკიდებელი ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა უკვე მერამდენედ არაადეკვატურობასა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში ღიად დაადანაშაულა. სტრასბურგიდან დაბრუნებული თინა ხიდაშელი იმასაც ამტკიცებდა, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე და წინასაარჩევნოდ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, განცხადებები მხოლოდ ერთი ფრაქციის წევრთა მხრიდან გაკეთდა. მართალია თინა ხიდაშელი ჩვეული დამაჯერებელი ტონით კვლავ თავის სიმართლეში დარწმუნებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერთადერთია, რომელსაც თავისი განცხადების სჯერა. გუშინ კი სტრასბურგში გამართულ დებატებზე, ყველა ევროპელი დეპუტატი, ქართული დემოკრატიის მიღწევებსა და იმ საფრთხეებზე საუბრობდა, რაც ოლიგარქების პოლიტიკაში ჩართვას შეიძლება მოყვეს. გულუბრყვილობა იქნება იმის თქმა, რომ არ მოხდება გარეშე ძალის ჩარევა, რათა საქართველო ევროპული გზიდან გადაიყვანონ. ახალი პოპულისტური და ნაციონალისტური ძალების გამოჩენამ ლეგიტიმური კითხვები დასვა. მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეწილე ლუკოილსა და გაზპრომში. ვფიქრობ, ეს საკმარისია იმის გასარკვევად თუ ვის მხარესაა ის. ივანიშვილის ლობისტური კომპანიების ,,ევროპული’’ მარცხი ქართულმა ოცნებამ ვერც დღეს მოინელა. დღეს თინა ხიდაშელმა, ევოპარლამენტარების გარდ, არაადეკვტურობაში უკვე ქართული ტელევიზიები და ქართველი ჟურნალისტები დაადანაშაულა. ჩვეული უხეში ტონით, რესპუბლიკელმა „მეოცნებეების“ დაცვა კიდევ ერთხელ სცადა. მართალია, ხიდაშელმა დამოუკიდებელი ლიტვის პირველი პრეზიდენტი არაადეკვატურობაში დაადანაშაულა, თუმცა ფაქტი ერთია, საქართველოში რუსული ძალისა და ფულის არსებობა უკვე ევროპამაც დააფიქსირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები