1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრიან

ჩამოტვირთვა

„საქართველოში არსებული ვითარება“ - ამ სახელწოდების დოკუმენტს, დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე სხდომაზე კენჭს უყრიან. დოკუმენტი, რომელიც პოლონელმა დეპუტატმა მოამზადა, საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს. მონაკოში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, ქართული დელეგაციაც გაემგზავრა. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, გიგი წერეთელი, აცხადებს, რეზოლუციაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია გამოყოფილი, მათ შორის, აღსანიშნავია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ასევე საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმები. დოკუმენტში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით გამოყენებულია ტერმინი - ოკუპაცია. ხოლო ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით, ასამბლეის წევრები რუსეთს მოუწოდებენ, პატივი სცეს საერთაშორისოდ აღიარებულ კანონმდებლობას და შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულება. როგორც საკანონმდებლო ორგანოში აფასებენ, მსგავი სახის რეზოლუცია საქართველოს წარმატებული პოლიტიკის შედეგია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღიარებს მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები