მსოფლიო
ვროპარლამენტში საქართველოს თემაზე მორიგი დებატები გაიმართა
2012-07-05 19:02:10
ჩამოტვირთვა
მოახლოებული არჩევნები, პარტიების საქმიანობა და საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური საკითხები — ეს ის მთავარი თემები იყო, რომლებიც სტრასბურგში ევროპარლამენტარებმა განიხილეს.
პოლიტიკოსებმა პარტიებს კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.
დებატებზე კანონმდებლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც არჩევნების წინ საკაბელო ტელევიზიებს ყველა ძირითადი არხის ტრანსლირებას ავალდებულებს.
ყურადღება გამახვილდა შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც.
კომენტარები