პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის სკანდალური წერილი
2012-07-05 19:00:57
ჩამოტვირთვა
წერილი სახელწოდებით განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში ფრანგულ ლე მონდში გამოქვეყნდა.
სტატიაში ნათქვამია: "მიზან მიმართული ტყუილები, ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია და მიზან მიმართული პროცესები ზედმეტად ხშირად გამოიყენება 2003-ი წლის ვარდების რევოლუციის ლიდერის და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
ამას წინათ ამ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ევროპის ლიბერალური პარტიის პრეზიდენტმა გრემ ვატსონმა, პარლამენტის წვერმა რომლის თვისებებსაც მე პატივს ვცემ ჩემდა გასაოცრად გამოიყენა არგუმენტების ის კლასიკური არსენალი, რასაც საქართველოს ამ ხელისუფლების ოპონენტები მექანიკურად იყენებენ. მაგრამ ჩემი გაოცება სწრაფადვე გაქრა, როგორც კი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სახელი წავიკითხე, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ კონკურენტად მოიხსენიებენ.
ეს ოლიგარქი ცდილობს მოსკოვის დახმარებით ფსონი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დადოს და მას ამაში ხელს არაფერი უშლის. ფორბსის შეფასებით მისი ქონება 6-ი მილიარდი ევროა. შედარებისთვის, საქართველოს ბიუჯეტი მხოლოდ 5-ი მილიარდი ევროა. თავისთავად ეს ფაქტი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ხდება პრობლემა როგორც კი მსგავსი რესურსები ნაკლებად ლეგიტიმური ქმედებებისკენაა მიმართული.
უკანასკნელი კვირეების განმავლობაში ევროპელი პარლამენტარების, სხვადასხვა თანამდებობის პირების, ინტელექტუალებისა და ჟურნალისტების მობილური ტელეფონები არ ჩერდება და მათი მობილური საფოსტო ყუთები გადაჭედილია.
ლობისტების და კომუნიკატორების მთელი არმია ცდილობს დაგვარწმუნოს რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია არ არის ის რაც ჩანს. რომ მისი ევრო ატლანტიკური ინტეგრაცია ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ და რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ის გაარჩინოს და ეს ფილანტროპი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია.
კომენტარები