1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დასაქმება და სოფლის მეურნეობა - მერაბიშვილის გამოსვლის მთავარი საკითხები

ჩამოტვირთვა

ვანო მერაბიშვილი პარლამენტის წინაშე წარსდგა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ მიღწევებზე, ისაუბრა აღმოსაფხვრელ პრობლემებზე და მთავარ პრიორიტეტად კვლავ დასაქმება დაასახელა. ვანო მერაბიშვილმა იმ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებასაც მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს. საპარლამენტო დებატების დროს, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოში კვლავაც გაგრძელდება ის სოციალური პროგრამები, რომელსაც მთავრობა აქამდე ახორციელებდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც სოციალური დახმარების პროგრამებში ვერ მოხვდნენ, სწორედ ამიტომ მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი იყოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო გამოსვლის დროს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზეც ისაუბრა. მერაბიშვილის თქმით, მისი ოცნებაა, რომ საქართველოში 500 სასოფლო-სამეურნეო საწარმო შეიქმნას. ვანო მერაბიშვილი განათლების სისტემასაც შეეხო და განაცხადა, რომ დაგეგმილია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლის რეაბილიტაცია, ასევე 150 ახალი სკოლის აშენება. ახალი პრემიერ მინისტრი განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ამ და სხვა სიახლეების განხორციელებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები