პოლიტიკა
დასაქმების სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან 950 000 ლარი გამოიყოფა
2012-07-03 21:13:54
ჩამოტვირთვა
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 950 000 ლარი დაიხარჯება. ეს საკითხი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა, სადაც 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების პროექტი განიხილეს.
როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, გამოყოფილი თანხა ახლადშექმნილი სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, ინვენტარის შეძენასა და, ზოგადად, მის საქმიანობას მოხმარდება.
დასაქმების სამინისტრის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 ივნისს გამოვიდა. ახლადშექმნილი სამინისტროს ხელმძღვანელად პაატა ტრაპაიძის კანდიდატურა განიხილება.
კომენტარები