1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვანო მერაბიშვილი, დღეს, კომიტეტებთან, უმრავლესობის წარმომადგენლებთან და ოპოზიციური პარტიის წევრებთან შეხვედრებს დილიდან მართავდა. კითხვა-პასუხის რეჯიმში მიმდინარეობდა მერაბიშვილისა და ქრისტიან დემოკრატების შეხვედრა. პრემიერობის კანდიდატმა საპარლამენტო ოპოზიციას სამოქმედო გეგმა კიდევ ერთხელ გააცნო. ის, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრის ძირითადი პროგრამული პრიორიტეტები სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და დასაქმებას უკავშირდება ვანო მერაბიშვილმა ქრისტიან-დემოკრატებთან შეხვედრისას კიდევ ერთელ გაახმოვანა. სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, ქრისტიან დემოკრატებმა მერაბიშვილს კითხვები სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის გარდა საერთაშორისო პოლიტიკური საკითხების შესახებაც დაუსვეს. ქრისტიან დემოკრატებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს საქართველო-რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობაზეც ჰკითხეს და დაინტერესდნენ, რამდენად რეალურია მთავრობის ახალი მეთაურის დაპირებები. ქრისტიან-დემოკრატების კითხვებს მერაბიშვილი, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. მომავალმა პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნების პროდუქტების რაოდენობა გაორმაგდება და ყველა სოფელი განვითარებულ ქალაქს დაემსგავსება. შეხვედრის ბოლოს კი ვანო მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტი საშუალოდ 40 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები