1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალაიას კანდიდატურა პრეზიდენტს მერაბიშვილმა შესთავაზა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაიას კანდიდატურა ვანო მერაბიშვილმა შესთავაზა, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე წარდგენილმა ვანო მერაბიშვილმა დღეს თავად გააკეთა და განაცხადა, რომ შს მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია საუკეთესო კანდიდატურაა. ვანო მერაბიშვილმა დღესვე განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა ერთად გააგრძელებს რეფორმებს ყველა სამინისტროსა და ყველა უწყებაში". საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ბაჩო ახალაია; თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი; განათლების მინისტრის პოსტზე - ხატია დეკანოიძე. თანამდებობას ტოვებს კობა სუბელიანი, რომელსაც დალი ხომერიკი შეცვლის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები