პოლიტიკა
ახალი სამთავრობო გეგმა და განახლებული მინისტრთა კაბინეტი
2012-07-03 15:06:45
ჩამოტვირთვა
მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა უკვე ცნობილია. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ბაჩო ახალაია. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრის პოსტზე - ხატია დეკანოიძე. დევნილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანის ნაცვლად, დალი ხომერიკია წარდგენილი. დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი კი პაატა ტრაპაიძეა.
ახალი სამოქმედო გეგმა შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. მათი განცახდებით, პარლამენტისთვის წარდგენილი სამოქმედო პროგრამა, სახელწოდებით „მეტი სარგებელი ხალხს“ მოსახლეობას მეტ სარგებელს მოუტანს. პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურენობის განვითარება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და დასაქმებაა. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წარდგენილი კანდიდატურები პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულება სამოქმედო გეგმისადმი სკეპტიკურია. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ოპოზიციის შეფასებით, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
მთავრობის ახალ სტრატეგიასა და განახლებულ შემადგენლობაზე მსჯელობები, მთელი კვირის გაბნავლობაში, კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებზე გაიმართება, რის შემდეგაც მოეწყობა პლენარული სესია, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა გაიმართება.
კომენტარები