პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ქონება აუქციონზე გავიდა
2012-07-02 20:02:46
ჩამოტვირთვა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს "ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7%-ზე სს "პროგრეს ბანკში" აუქციონი გამოაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოთაღნიშნული აქციები აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა.
ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს "ქართუ ჯგუფში" ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში" - 3 566 498 ლარად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად სს "ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.
აღსრულების ბიურო განმარტავს, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა.
კომენტარები