1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაჯავშნული სცენა, ჩვეული პათეტიკა და დაზეპირებული ტექსტები ანუ „ოცნება“ მცხეთაში

ჩამოტვირთვა

ასე აკვირდებოდნენ ბებრის ციხიდან ოპოზიციის ოცნებას მცხეთელები. ბებრის ციხის გარდა, ერთ–ერთმა აქციის მონაწილემ, დაჯავშნული სცენის ახლოს, ყველაზე საუკეთესო და თითქმის შესაშური ადგილი მოძებნა. პოლიტიკოსები კი მასზე ოდნავ ქვემოთ, დაჯავშნული სცენის მიღმა ოცნებობდნენ და შეკრებილებსაც ოცნებას სთხოვდნენ. თუმცა ბევრი უბრალოდ ჩასახუტებლად და მოსაფერებლად იყო მისული, ნაწილი კი, როგორც თავად ამბობდნენ, სახელოვანი ადამიანების სანახავად. ხალხმა აქციაზე მისვლა რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. მეოცნებეები თბილისიდან, მცხეთის სხვადასხვა სოფლიდან და, ასევე, დუშეთის რაიონიდან შეიკრიბნენ. განსაკუთრებით მრავლად იყვნენ თბილისიდან იმერეთიდან და ყაზბეგიდან . მეოცნებეთა ლიდერმა აქციაზე მისვლა, როგორც ყოველთის, ხალხის გვერდის ავლით, სცენის უკანა მხრიდან, გადაწყვიტა. მცხეთელებისთვის დაწერილი ივანიშვილის ტექსტი სხვა დანარჩენისგან არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ იყო მხოლოდ ერთი დეტალი, ოლიგარქს ტექსტი ამჯერად არა კარგად კითხვით არამედ, თითქმის, დაზეპირებული ჰქონდა. მრავალფეროვნების მიზნით, კი მცხეთის აქციაზე მან სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის შეფასებაზე ისაუბრა და საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე ისევ გადაავიწყდა, საზოგადოებისათვის კონკრეტული შეტყობინებები გაეგზავნა. მომდევნო აქცია გორში დაანონსდა და მეოცნებე ლიდერმა მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა. როგორც თავად აღნიშნა, მაჟორიტარების დასახელებისას კანიდიდატების პიროვნული ღირსებებით იხელმძრვანელა. როგორც გაირკვა, მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის პოლიტიკური გამოცდილების არქონა ოცნებაში ხელისშემშლელი ფაქტორი სრულიად არ არის. მეოცნებეები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებენ. აქციის ბოლოს, მეოცნებეთაგან ზოგი სცენაზე დარჩა და საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერები შეასრულა, ზოგი აქციაზე საგანგებოდ ჩამოყვანილი უცხოელი მეოცნებე სტუმრების გიდობით დაკავდა, ზოგიერთმა ახლადგაპოლიტიკოსებულმა მეოცნებემ კი ჩვეულებას არ უღალატა და ჟურნალისტებთან აგრესიული პოლემიკით დაკავდა. ივანიშვილმა ჩვეულ მარშრუტს პირველად უღალატა და, აქციის ბოლოს, ხალხში გასვლა გადაწყვიტა. გაპოლიტიკოსებული მილიარდერის უსაფრთხოების დაცვა პირად მცველებს არ გასჭირვებიათ, რადგან ოლიგარქს გარშემო ოცნების ახალგაზრდა ბრგე აქტივისტებმა სამმაგი ჯაჭვი შემოარტყეს და მილიარდერს მონდომებით უგერიებდნენ, როგორც გულშემატკივრებს ასევე ჟურნალისტებსა და წერილების გადაცემის მსურველებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები