1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე იქნება

ჩამოტვირთვა

დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს, გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან განაცხადა. პაატა ტრაპაიძეს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" საქართველოში 2005 წლის 29 მარტს დაარსდა, კომპანიამ 2005 წელს თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტებში მიიღო მონაწილეობა; 2006 წელს - "კავკასუს როუდ პროჯექტი" საქართველოში პირველად, ბეტონისსაფარიანი ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის პროექტში ჩაერთო. ნატახტარი-აღაიანის 16 კმ-იან მონაკვეთზე, გერმანელ ინსტრუქტორებთან ერთად, ბეტონის ოთხზოლიანი გზა დაიგო; 2007-2009 წლებში - გერმანელ პარტნიორებთან ერთად კომპანიამ განახორციელა ჩქაროსნული გზატკეცილის მომდევნო, აღაიანი-იგოეთის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები; 2009 წელს პირველი ცემენტობეტონის გზა სოფელში სწორედ "კავკასუს როუდ პროჯექტმა" დააგო. ექსპერიმენტული პროექტის "ბეტონის გზები სოფლად" ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვედა სამებისა და ზედა სამების დამაკავშირებელ 4 კმ-იან გზაზე ცემენტობეტონის საფარი მოაწყო; 2009-2010 წლების ყველაზე თვალსაჩინო და მასშტაბური პროექტი თბილისში - ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. ესეც პირველი ცემენტობეტონის გზაა ქ. თბილისში, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა; 2010 წელს ქ. რუსთავში საავტომობილო რბოლის ტრასის მშენებლობა; 2010 წელს კომპანიამ განახორციელა მესტიის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა; 2010 წელს კომპანიამ ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებლობა და, ანაკლიაში ფეხითმოსიარულეთა ხიდის მშენებლობა დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები