პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი - ჯანმრთელობის დაცვისთვის ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი გამოიყოფა
2012-07-02 18:25:57
ჩამოტვირთვა
ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყოველთვის იყო ორიენტირებული და იქნება პენსიონერებისა და ასაკოვანი ადამიანების დახმარებაზე.
"2013 წელს, პრეზიდენტის დაპირება 100-დოლარიანი პენსიის შესახებ შევა ძალაში", - დასძინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
კომენტარები