1 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი უმუშევრობის დაძლევა იქნება

ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმაში მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობის დაძლევა იქნება. დღეს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. პრემიერობის კანდიდატმა ხელისუფლების პრიორიტეტებზე გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პრემიერ მინისტრობის კანდიდატის თქმით, უმუშევრობა საქართველოში ახალი მონაცემთა ბაზების, დაუსაქმებელი მოქალაქეებისთვის ახალი სტატუსების შემოღების გზით და მთარობის კოორდინირებული მუშაობით უნდა მოგვარდეს. მერაბიშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას ამიერიდან მთავარი პრიორიტეტი სწორედ დასაქმება იქნება. პრემიერობის კანდიდატმა დღეს დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატიც წარადგინა. პაატა ტრაპაიძეს ამ დრომდე კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორის თანამდებობა ეკავა, რომელიც 2005 წლიდან დღემდე საქართველოში გზებისა და გზატკეცილების რეაბილიატიას ახორციელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები