პოლიტიკა
ფანჯიკიძე: „არავის რჩევის გათვალისწინება არ გვჭირდება“
2012-07-02 15:26:22
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საარჩევნო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს შეეხო.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე, „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს თუ არა მისიის ანგარიშში გამოქვეყნებულ რეკომენდაციას, რომელიც ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდას გულისხმობს, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მათ არავის რჩევის გათვალისწინება არ სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციით მიმართა, გამოიყენონ საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, რომელიც პარტიაში ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდით, დამატებითი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს.
კომენტარები