1 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

წარმატებული მინისტრის წარმატებული საქმიანობა

ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავრობას ახალი მეთაური ჰყავს. ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად წარადგინა. 8 წელი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე და არაერთი წარმატებული რეფორმა. ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი მოღვაწეობის დროს გატარდა ამ სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორებიცაა კანონიერ ქურდებთან და კრიმინალთან ბრძოლა. ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში, ე.წ. გაიშნიკების ეპოქა და მასთან დაკავშირებული კორუფცია დასრულდა. საპატრულო პოლიციის შექმნამ სამართალდამცავი უწყების მიმართ მოსახლეობის ნდობა გაზარდა. საქართველო ერთერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყaნად იქცა, სადაც ავტომობილების ქურდობა და ქუჩაში მოქალაქეების ძარცვა წარსულს ჩაბარდა. შსს-ს არქივში ათასობით გახსნილი საქმე ინახება. პოლიციის გამჭვირვალე შენობები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში და 24 საათიანი მომსახურეობა მოქალაქეებისათვის. თუ აქამდე პოლიცია კორუფციასთან ასოცირდებოდა, სამართალდამცავი ორგანო ახლა ერთერთ ყველაზე სანდო უწყებად გადაიქცა. ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს წარადგინა. მერაბიშვილმა საზოგადოებრივი მოღვაწეობა 1995 წელს არასამთავრობო ორგანიზაციაში დაიწყო. იგი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი იყო, 1999 წელს კი დეპუტატი გახდა. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტს 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2002 წელს მას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გენერლური მდივნის თანამდებობდა ეკავა. აქტიურად მონაწილეობდა ვარდების რევოლუციაში. იყო პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში და ასრულებდა ეროვნული უშიშროების მდივნის მოვალეობას. მოგვიანებით მერაბიშვილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები