1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები

ჩამოტვირთვა

ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო დელეგაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ მმართველი გუნდისა და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ცესკოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. როგორც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, პერ ეკლუნდი აცხადებს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და გაფართოების წინაპირობაა. პერ ეკლუნდი გორის რაიონში, სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დამნაშავეები კანონის ძალით უნდა დაისაჯონ. „საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ინსტიტუტები შეიქმნა, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია, კონტროლის პალატა, კიდევ უფრო განვითარდა სხვა ინსტიტუტები, მაგალითად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია. ძალიან მნიშვნელოვანია, მასთ ქერის პრონციპების ამოქმედება. ეს ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეებს უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს. ასევე გამჭირვალედ მიმდინარეობს ცესკოს საქმიანობა. რაც შეხება მერეთში მომხდარ ინციდენტს, დამნაშავეები კანონის ძალით უნდა დაისაჯონ.„ დელეგაციის წევრმა, მისურის შტატის მდივანმა, სემ გედჯენსონმა, კონკრეტული რეკომენდაციები გააჟღერა, რომელებიც მშვიდობიანი და სანდო არჩევნების ხელშეწყობას განაპირობებს. მათ შორის არის, არჩევნების სამართლიანად ჩატარების ვალდებულება, მედიის ხელმისაწვდომობა, ამომრჩევლთა ინფორმირებულობა, ასევე ფაქტებზე დაფუძნებული სანდო დაკვირვება. ნდი-ს პრეზიდენტმა, ლუის ნავარომ, პოლიტიკურ პარტიებს, ფინანსების უკანონოდ მოპოვებისგან თავის შეკავება ურჩია „პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა უნდა დაგმონ საკუთარი მომხრეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები და მათ ინციდენტების გამოძიების მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდონ. პარტიებმა ამომრჩევლებს საკითხებზე ორიენტირებული კამპანია უნდა შესთავაზონ და ხშირად მიიღონ მონაწილეობა კანდიდატთა შორის დებატებში. საარჩევნო კამპანიის დროს დაპირისპირებისას პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა ამორჩევლებს მკაფიოდ უნდა განუმარტონ ამ დაპირებების შესრულების ფინანსური წყაროები.„ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ანგარიში საქართველოში არსებულ პრობლემებსა და ასევე დადებითი შედეგებს ასახავს. NDI-ის დელეგაცია საქართველოს 25 ივნისიდან 29 ივნისამდე სტუმრობდა, რათა არჩევნებისთვის მზადების პროცესი შეეფასებინა. NDI-ის პრეზიდენტის, კენეტ ვოლეკის, განცხადებით, ივლისში საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, საქართველოში მოკლევადიანი დამკვირვებლების დიდ დელეგაციას ელოდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები