1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა

ჩამოტვირთვა

სააპელაციო სასამართლო, ბიძინა ივანიშვილის სარჩელის დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის №602 ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"" 30-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლებია ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა და გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. ამავე კანონის 32-ე მუხლის ,,დ"" პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას. განსახილველ საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები. სასამართლოს განცხადებაში ასევე საუბარია, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლით დადგენილი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები თანაბრად ვრცელდება როგორც იმ პირებზე, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან, ასევე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით აქვთ მინიჭებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები