1 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარლამენტმა ე.წ Must carry-ის საკითხი განხილა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დამატებების შეტანა პირველივე მოსმენით განიხილა. ცვლილების მიხედვით, საკაბელო ოპერატორები საარჩევნო პერიოდში ვალდებულნი იქნებიან, ყველა სატელევიზიო არხის მაუწყებლობა გაავრცელონ. საკითხი განსახილველად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა გამოიტანა. მისი თქმით, ლიცენზირებული ტელეარხების სიგნალები, მთელი საქართველოს მასშტაბით, არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდში უნდა გადაიცეს. კუბლაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი პირობების შექმნა, მოსახლეობას საშუალებას მისცემს სწორი არჩევანი გააკეთოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შენიშვნები ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციას. ოპონენტები ტრანსლირების 60 დღიან ვადას აპროტესტებენ და მის გაზრდას არჩევნების შემდეგ 20 დღით ითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს არჩევნების შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გაეცნოს. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მოთხოვნას არ იზიარებს. როგორც ნუგზარ წიკლაური აცხადებს, ე.წ Must carry- ის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, ზოგიერთი ოპოზიციური წრის წარმომადგენელს, არჩევნების შემდეგ, ხალხის გამოყვანის ორგანიზებისთვის სჭირდება. დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საარჩევნო კოდექსში შესატან დამატებებზე იმსჯელეს. სხდომას კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შენიშვნა 60 დღიან ვადასთან დკავშირებით ჰქონდათ. მიუხედავათ შენიშვნებისა, ტელეარხების ტრანსლირების 20 დღით გაზრდის შესახებ საკითხი, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ ინიციატივას გამოეხმაურა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი. მისი შეფასებით, ე.წ Must carry-ს პრინციპის დანერგვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. საკანონმდებლო ორგანო, საარჩევნო კოდექსში შესატან დამატებას, ხვალ მეორე მოსმენით განიხილავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები