პოლიტიკა
" ოცნების“ წევრების მიერ შსს–ს თანამშრომლის მოსყიდვის კიდევ ერთი მცდელობა
2012-06-27 21:24:16
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მოსყივის კიდევ ერთი მცდელობა კოალიცია „ქართული ოცნების" წევრების მხრიდან გამოაშკარავდა.
აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია შსს თანამშრომელს კახა ბაღატურიას გადმობირებას ცდილობდნენ.
აღნიშნული პირების საუბრი სმიხედვით,რომელიც ფარულადაა ჩაწერილი ირკვევა რომ ბაღათურიას ზურაბ ფიფია, რომელიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია, ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვს მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე.
კიდევ ერთი საუბრის დროს, ირაკლი პერტენავა ბაღათურიას ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით მათ შემოტანილი აქვთ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა.
რაც შეეხება ,თავად კოალიციის წევრ პოლიტიკოსებს , ისნი ამ საკითხზე საუბრისაგან თავის შეკავებას არჩევენ და აღნიშნულ დაკავბას, გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების ხილვი სმიუხედავად კიდევ ერთ ცრუ ბრალდებას უწოდებენ.
შეგახსენებთ ,რომ ეს შსს–ს თანამშრომლების მოსყიდვის უკვე მეორე მცდელობაა, გასულ კვირას ქართული ოცნების წევრები პოლიციელის მოსყიდვას შეეცადნენ. ოცნების წევრი ზაზა მჭედლიძე პოლიციელს კურტანიძეს ქრთამი ინფორმაციის სანაცვლოდ გადასცა . ზაზა ჭელიძე მეოცნებეთა ჯაშუშური ჯაჭვის ერთადერთი რგოლი არ არის. როგორც შუამავლის აღიარებითი ჩვენებიდან ირკვევა მითითებებს ჭელიძე ახლად გაპოლიტიკოსებული ირაკლი სესიაშვილისგან იღებს. სწორედ მას გადაეცა ვიდეო ჩანაწერიც , რომლიც კასპის რაიონის პოლიციის თანამშრომელმა გადაიღო.
კიდევ რა მაქინაციებსი გაერევიან მეოცნებე ოლიგარქის გარშემო შემოკრებილი პარტიის წევრები ძნელი დასადგენია,თუმცა ამ დროისათვის გამოვლენილ დამნაშავეები ფიფია და პერტენავა ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კომენტარები