1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეოცნებეების ჭამა-სმა და „ობიექტური“ ინფო 9

ჩამოტვირთვა

მეოცნებეების კიდევ ერთმა სმა-ჭამამ ამჯერად ინფო9-ის ჟურნალისტებთან ერთად ჩაიარა. ე.წ. ობიექტური მედიასაშუალების ნიღაბს ამოფარებული ინფო9 რეგიონებში ივანიშვილის გარემოცვასთან ერთად „ოცნებობს“ და არც მათ სადილ-ვახშმებს აკლდება. ეს ინფო9-ის ავტომობილია, კადრში კარგად ჩანს მედიასაშუალების ლოგოც. რესტორანში შეკრებილი ქართული ოცნების წევრები, მათ შორის მანანა კობახიძე, კამერების გამოჩენამ ძალიან დააბნია და გააღიზიანა. მათ უარყვეს, რომ რესტორანში ინფო9-ის ჟურნალისტებთან ერთად მივიდნენ და ჟურნალისტი გარეთ გააძევეს. მეოცნებეები რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, სხვადასხვა მანქანაში გადანაწილდნენ. ინფო9-ის ავტომობილი კი იქვე, რესტორანთან დატოვეს. აი მათი მანქანების სერიაც... გვიან ღამით, ერთერთმა მეოცნებემ, რომელიც რესტორანში ქართლი ოცნების წევრებთან ერთად უტევდა ივანიშვილის ფულით ნაყიდ ხაჭაპურებს, ინფო9-ს მიტოვებულ ავტომობილს მოაკითხა და უკანმოუხედავად გაიქცა... მართალია მას პერანგი ჰქონდა გამოცვლილი და ღამე მზის სათვალეც ეკეთა, თუმცა, ამ კადრებიდან კარგად ჩანს, რომ ეს სათვალიანიც და ეს მეოცნებეც, ერთი და იგივე პიროვნებაა... მეტიც, ეს ნიღბიანი მამაკაცი ამირან ჯანგირაშვილია, რომელიც გასული წლის მაისში, ბურჯანაძისა და სხვა პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი „ლიდერების“ მიერ ორგანიზებული აქციის ერთერი მონაწილე იყო. მაშინ, ის ბურჯანაძისთვის მღეროდა ბელა ჩაოს, ახლა კი, ივანიშვილისთვიც ოცნებობს, ძირითადად რესტორნებში...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები