პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოხუმისთვის მისაღები „თანამოსაუბრეები“ დაასახელა
2012-06-26 10:10:08
ჩამოტვირთვა
აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩისლავ ჩირიბკამ, იტალიურ გამოცემა Limes - ს ინტერვიუ მისცა.
ჩირიბკამ, სოხუმისთვის ყველაზე მისაღებ „თანამოსაუბრეებად“, ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
„საქართველოს პრეზიდენტი სხვა რომ ყოფილიყო, არა სააკაშვილი, ჩვენ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გვექნებოდა. ჩვენ უფრო პრაგმატულად მოაზროვნე თანამოსაუბრე გვჭირდება, როგორიცაა, მაგალითად, ირაკლი ალასანია ან ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი - საქმიანი ადამიანია და შესაძლოა, საკმარისად პრაგმატულიც, რათა მიხვდეს, რომელი გადაწყვეტილება იქნება ყველასათვის ხელსაყრელი“.
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ჩირიბკას იმედი აქვს, რომ იტალია აფხაზეთს კოსოვოსთან გააიგივებს. მისივე განცხადებით, კოსოვოს მსგავსად, მალე, მთელი ევროპა აფხაზეთის დასახმარებლად რიგში ჩადგება.
ჩირიბკას განცხადება, შეაფასეს ქართველმა კანონმდებლებმა.
აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, გალში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იქ მოსახლეობა უზრუნველად ცხოვრობს :
„გალს პრობლემები არ აქვს. პირიქით. ისინი მდიდრები არიან თხილის წყალობით და საშიშებიც არიან, რადგან თავისთან იღებენ ქართველ ჯაშუშებს, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში 10 ადამიანი მოკლეს. უკანასკნელი იყო 8 მაისს მოკლული პოლიციელი. ქართველებმა იმ პირთა სია შეადგინეს, რომლებიც განადგურებას ექვემდებარებიან და ზოგჯერ, ისინი, ვიღაცეებს კლავენ კიდეც“.
ფაქტია, რომ აფხაზეთის ე.წ მთავრობის წარმომადგენლები ცდილობენ, მსოფლიოს თავიანთი დამოუკიდებლობა დაანახონ, თუმცა რამდენად შედეგიანია ეს მცდელობა, რთული სათქმელია.
კომენტარები