მსოფლიო
„ქართული ოცნება“ „სახალხო კრებიდან“ მაჟორიტარობის სამ კანდიდატს განიხილავს
2012-06-22 20:25:05
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნება" მაჟორიტარ კანდიდატებად "სახალხო კრებიდან" ლუკა კურტანიძის, სოსო ჯაჭვლიანისა და გურამ ფირცხალავას კანდიდატურებს განიხილავს - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა
ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
კოალიციის ლიდერის თქმით, ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა არ განიხილება და "ქართული ოცნება" პარტიულ ერთობასაც არავისთან აპირებს.
მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით "სახალხო კრებისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 20 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრაზე "სახალხო კრებიდან" ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე იმყოფებოდნენ.
კომენტარები